ფრაზა "არა და არასდროს" პრეზიდენტის პასუხებიდან გაქრა - შეიწყალებს თუ არა ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს
შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს? ფრაზა "არა და არასდროს" მეხუთე პრეზიდენტის პასუხებიდან გაქრა.
პრეზიდენტმა, სააკაშვილზე საუბრისას, სასამართლოს უთხრა, რომ სასჯელის გადავადების საკითხის განხილვის დროს, ისინი დამოუკიდებლობაზე გამოცდას ჩააბარებენ.
პრეზიდენტმა დღეს "ქართულ ოცნებას", რომელიც მას არ ელაპარაკება, ტელეკამერების საშუალებით უთხრა, რომ თუ სააკაშვილის მძიმე ავადმყოფობა ექსპერტიზით დადასტურდება, ის ციხეში ვერ დარჩება.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს მთავრობა, რომელმაც სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გაშვების ამბავი უნდა გადაწყვიტოს, პრაქტიკულად კედელთან მიიყვანა.
ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვების საკითხზე დახურულ კარს მიღმა უფრო ლაპარაკობს, ვიდრე, კამერების წინ.
დღეს, იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის განცხადების შემდეგ იძულებული გახდა ეთქვა, რომ გაითვალისწინებენ ექსპერტების დასკვნას და დაემორჩილებიან მოსამართლის ვერდიქტის.
პრეზიდენტმა "ქართული ოცნება" კუთხეში მიაყენა - ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში: