ევროკავშირის ახალი ვადა - საქართველო რეკომენდაციების შესრულებას ვერ ახერხებს
საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას დათქმულ ვადაში ვერ ახერხებს. ამიტომ გახდება თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატ ამ კითხვას პასუხი კიდევ ერთი წელი არ გაეცემა. ქვეყნისთვის მიცემულმა ვადებმა გადაიწია. ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ დათქმულ დროში საქართველო რეკომენდაციების შესრულებას ვერ მოასწრებს. ამიტომ ევროკომისიის მხრიდან პირველი შეფასება არა წლის ბოლოს, არამედ სავარაუდოდ გაზაფხულზე მოხდება, საბოლოო გადაწყვეტილება კი მომავალი წლის შემოდგომაზე გახდება ცნობილი.
ვადების გადაწევა პირდაპირ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ვერ ხედავს ხელისუფლების ნებას სტატუსის მისაღებად. ამას არც ქართულ ოცნებაში მალავენ.
თუ ვერ მივიღებთ, არაფერი დაშავდება - ასე ამშვიდებს ხალხს "ქართული ოცნება".
ევროკავშირის ახალი ვადა - ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში