შიდა ომი ნაცმოძრაობაში - დაპირისპირებაში ძმები ახალაიების გვარი პირველად გამოჩნდა
,,ნაცმოძრაობაში" დაძაბულობა პიკს აღწევს, ორ ბანაკად გაყოფილ პარტიაში ურთიერთბრალდებების კასკადი წამოვიდა.
ნიკა მელიას გუნდი მოწინააღმდეგე ბანაკის წარმმართველ ძალად ვანო მერაბიშვილს მიიჩნევს. ლევან ხაბეიშვილის მომხრეები კი მიანიშნებენ, რომ ენმ-ს მოქმედი თავმჯდომარის უკან ძმები ახალაიები მოიაზრებიან.
უთანხმოების საგანი ,,ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებიცაა. პარტიაში არ წყდება აზრთა სხვაობა კწენჭისყრის ფარულობასთან დაკავშირებით. დღეს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უნდა განესაზღვრა, რა სისტემით უნდა მომხდარიყო ხმის მიცემა.
ნიკა მელიას თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ ხმის მიცემა უნდა იყოს ფარული, რათა შემდგომში პარტიაში სიტუაციის არევას ხელი არ შეეწყოს. ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები ღიაობის მომხრეები არიან. ამიტომაც რეს საკითხი ვერ გადაწყდა და პარტიის პოლიტსაბჭოს დაევალა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
მერაბიშვილი, კეზერაშვილი ახალაიების გვარები, რომლებიც პოლიტიკური ბრალდებების საგნად იქცა - ვრცლად იხილეთ ლიზა ლასარეიშვილის სიუჟეტი.