ევროპარლამენტი რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ აცხადებს, "ოცნება" ხმის ამოღებას ვერ ბედავს
ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ქართული "ოცნებისთვის" ფარატინა ქაღალდია. ისევე როგორც არაერთი ევროპული ქვეყნის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდა. საქართველოს ხელისუფლების 9 თვიანი დუმილი გრძელდება.
იმ დროს როდესაც მთელი ცივილიზებული მსოფლიო რუსულ ტერორზე საუბრობს, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე ხმის ამოღებასაც ვერ ბედავს.
"ლელოს" მიერ ინიცირებული პროექტი, სადაც რუსეთის ბარბაროსობაა დაგმობილი, რამდენიმე თვეა დაბლოკილია და განხილვასაც კი ვერ იწყებენ.