"გირაოს ჩარიცხვასაც დავთანხმებულიყავი და ამნისტიასაც?" - ნიკა მელიას ექსკლუზიური ინტერვიუ "ტვ პირველს"
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, ექსკლუზიური ინტერვიუ "რეაქციას" - ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე განმარტავს, რატომ არ დათანხმდა ის ევროკავშირის გირაოს გადახდას თავდაპირველად:
პირველად მეძლევა შესაძლებლობა, რომ ავხსნა, მე როდესაც შემომთავაზეს ევროკავშირის გირაოზე თანხმობის მიცემა, ეს გულისხმობდა კომბინაციაში ამნისტიაზეც თანხმობას, მე რომ შემომთავაზეს ხელმოწერიდან მეორე დღეს, ანუ 20 აპრილს, როცა ჯერ კიდევ შარლ მიშელი აქ იყო, ევროკავშირის გირაოს ჩაგირიცხავთო, ჩემგან ითხოვდნენ, რომ გირაოზეც დავთანხმებულიყავი და ამნისტიაზეც. მე გირაოს ჩარიცხვაზე წინადადება მივიღე 20 აპრილს, ეს გულისხმობდა კომბინაციაში ამნისტიასაც და გირაოსაც, რას მეუბება ის ხალხი? ესე იგი, გირაოს ჩარიცხვასაც დავთანხმებულიყავი და ამნისტიასაც? და პასუხისმგებლობა ამეღო მოძალადეების გათავისუფლებაზე? ეს იყო შემოთავაზება? - ამბობს ნიკა მელია.
ნიკა მელიას ვრცელ ინტერვიუს მაყურებელი დღეს საღამოს, "რეაქციაში" მოისმენს.