ოცნება: შეწყალების გარდა, სააკაშვილის გათავისუფლების სხვა ფორმა ვერ წარმოგვიდგენია
შეწყალების გარდა, სააკაშვილის გათავისუფლების სხვა ფორმა ვერ წარმოგვიდგენია - ეს განცხადება, პარლამენტის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების დეპუტატი, ამბობს რომ სააკაშვილის მსჯავრდებული და სასჯელისგან გათავისუფლება შეუძლებელია.
"მე ერთი ვიცი, რომ სააკაშვილი, არის ცნობილი დამნაშვედ რამდენიმე მძიმე დანაშაულში და ყველა იმ წინარე დანაშაულს თავი რომ დავანებოთ რაზეც მისჯილი აქვს, ყველამ ჩვენი თვალით დავინახეთ, როგორ გადმოკვეთა უკანონოდ საზღვარი, ამას, მაინც ხომ არავინ აპროტესტებს არსად, არც მისი თანაპარტილეები, საზღვრის უკანონო კვეთა ჰქონდა, რომელიც არის 4 დან 7 წლამდე მუხლი. როგორ უნდა მოხდეს მისი რაიმე ფორმით გათავისუფლება, მე ვერ წარმომიდგენია გარდა შეწყალების. პრეზიდენტს კიდევ გაცხადებული აქვს რომ არა და არასდროს შეიწყალებს. რა ვთქვა ეხლა, პრეზიდენტზეა დამოკიდებული ამბობს ბექა დავითულიანი.