ფოსტალიონები, რომლებიც „ოცნების“ მესიჯბოქსს ავრცელებენ - ანა ნაცვლიშვილი ივანიშვილის დეპუტატებზე
ამერიკის მაგინებელი დეპუტატები პრეზიდენტს აშანტაჟებენ. ოპოზიციას დარჩა განცდა, რომ ზურაბიშვილის ფერიცვალება ხელისუფლებას ისე აშინებს, რომ ახლა წასულების ხელით შეწყალების პრევენციას ცდილობს.
„ლელოს“ ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით „ოცნებიდან ფორმალურად წასულები“ სწორედ „ოცნების“ დავალებას ასრულებენ და ჩვეულებრივი ფოსტალიონებია არიან.
ისინი არ წარმოადგენენ საქართველოს საზოგადოების არც ერთ ნაწილს, საკუთარ თავსაც კი არ წარმოადგენენ. ისინი არიან ფოსტალიონები, რომლებსაც მოაქვთ „ოცნების“ მესიჯბოქსი და ავრცელებენ იმას, რაც სხვამ დაუწერა. „ოცნებისთვის“ ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელმაც შეიძლება მიიღოს „ოცნების“ პარტიული პოლიტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილება და ამის პრევენციას ცდილობს ახლა „ოცნება“. - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ივანიშვილის დეპუტატების ფორსირებული შეტევა პრეზიდენტ ზურაბიშვილზე - ხუნდაძე, ყაველაშვილი, სუბარის გუნდი კონსპირაციებზე საუბრობს, მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ან უკვე სრულად ექვემდებარება საელჩოს ნებისმიერ მოთხოვნას ან მას ამგვარი დაქვემდებარების გაფორმებამდე ერთი ნაბიჯიღა შეიძლება აშორებდეს“.
განცხადების ავტორები ეჭვობენ, რომ მეხუთე პრეზიდენტი დღე-დღეზე შეასრულებას აშშ-ის სალეჩოს დაკვეთას მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალებით.
დეპუტატების თქმით, ამერიკის საელჩო საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ თითქმის ყველა ქმედებას ევროპული სტრუქტურების გამოყენებით ახორციელებენ.
„საელჩო გვარამიას შეწყალებისთვის ამზადებს ნიადაგს“ - წერენ ივანიშვილის დეპუტატები.
"ოცნებიდან" ფორმალურად წასულებს არც ბიძინა ივანიშვილის ქება-დიდება ავიწყდებათ, მას ქველმოქმედად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ ივანიშვილის ოლიგარქად გამოცხადებას ამერიკის საელჩო მას შემდეგ ცდილობს, რაც ივანიშვილი საელჩოს მთავარ აგენტს, მიხეილ სააკაშვილს დაემშვიდობა.