სააკაშვილი, სავარაუდოდ, რუსთავის ციხეში მოიწამლა - ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ვადები ამოწურულია
მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, რუსთავის ციხეში მოიწამლა. ეჭვებს საერთაშორისო ტოქსიკოლოგების ვარაუდი ამყარებს.
მესამე პრეზიდენტის სავარაუდო მოწამვლის ფაქტიდან მინიმუმ 6 თვე უკვე გავიდა. ადვოკატის განმარტებით, ამ დროის გასვლის შემედგ ორგანიზმში მძიმე მეტალებისა და არასასურველი ნივთიერებების აღმოჩენა უკვე შეუძლებელია.
ტოქსიკოლოგიაში, ამაზე დეტალურად არ ვისაუბრებ, ტოქსიკოლოგი არ ვარ, მაგრამ საქმეზე მუშაობის დროს გაირკვა, რომ არსებობს გარკვეული ვადები, ვთქვათ, პირველი ფაქტის დაფიქსირებიდან. ამჟამად, სააკაშვილის შემთხვევაში ეს ვადები ამოწურულია, 12 ნოემბერს გავიდა ეს ვადა. რუსთავის დაწესებულებაში იყო, მას ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდი და აქედან დაიწყო მისი ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება და ათლაც იწყება აქედან. არა მარტო „ემპათია“ სხვებიც აცხადებდნენ, რომ შესაძლებელია, აქ რაღაც ტოქსიკოლოგიასთან გვქონოდა საქმე და ალბათ მერე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, დღესაც მიმდინარეობს ეს გამოძიება. იქ დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, ფსიქიატრიული და ტოქსიკოლოგიურიც. სასამართლო-სამედიცინოს პასუხი არსებობს, ტოქსიკოლოგიურის და ფსიქიატრიულის პასუხი არ არსებობს. ალბათ შეიძლება ახლა გამოიყენონ და ჩაატარონ, თუმცა 8 თვის დაგვიანებით ამის ჩატარებას რამდენად აზრი აქვს და რა შეფასება სამართლებრივი შეიძლება მიეცეს ამას, ამაზე მერე უკვე, სასამართლო პროცესზე, - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.