საქართველოს პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა

25.11.22 11:55
საქართველოს პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა.  ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, მათგან 9 ადამიანი გათავისუფლდა, 6 მსჯავრდებულს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა. 

"საქართველოს პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 9 მსჯავრდებული პირი გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის, 2 მსჯავრდებული ქალია, ხოლო 6 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა". - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მსგავსი სიახლეები