ეს არის პირველი ნათელი შედეგი შეთანხმების - სამადაშვილი რურუას შეწყალებაზე

27.04.21 18:07
ეს არის პირველი ნათელი შედეგი შეთანხმების - სამადაშვილი რურუას შეწყალებაზე

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, გიროგი რურუას შეწყალების აქტის გამოცემა მიულოცა. სამადაშვილის თქმით, გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ნიკა მელიამაც მალე დატოვოს ციხე. 

მინდა, მივულოცო რურუას ოჯახს, მეგობრებს, შეწყალების აქტი, რომელიც გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის მიერ. ეს არის პირველი და  ძალიან ნათელი შედეგი სწორედ იმ შეთანხმების, რომელსაც მივაღწიეთ ევროპული საბჭოს უშუალო თანამონაწილეობით, ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მეორე პოლიტპატიმარი ასევე რაც შეიძლება, სწრაფად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.   

შეხვედრა ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ დასრულდა.  მხარეებმა პოზიციები უნდა დაახლოვონ და კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი ერთობლივად შეიმუშავონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას კანონპროექტის ინიცირება ცალ-ცალკე მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი ვარიანტი იქნება შემუშავებული. 

მსგავსი სიახლეები