იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის მკვეთრად უარყოფითი პასუხი კვლავ ძალაშია - წულუკიანი სააკაშვილის შეწყალებაზე
კულტურის მინისტრმა დღეს სალომე ზურაბიშვილს, ფაქტობრივად, მოუწოდა, არ შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი. თეა წულუკიანმა იმედი დაიტოვა, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილებას არ შეიცვლის.
საქართველოს პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული, სასამართლო რას გააკეთებს, არამედ როდესაც მას მიმართავენ, მისი კომპეტენციის ფარგლებში თვითონ გააკეთოს განცხადება, მისი პოზიცია როგორია შეწყალებასთან დაკავშირებით. სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავის საქმეს მიხედავს. მთავარია კითხვა პრეზიდენტთან – ეთანხმება თუ არა ის, რომ შეიწყალოს მოცემული პატიმარი. ეს გვაინტერესებს საზოგადოებას. მისი პასუხი იყო მკვეთრად უარყოფითი და იმედი მაქვს, რომ ეს მკვეთრად უარყოფითი პასუხი კვლავ ძალაშია“, – განაცხადა მან.