ხაძარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე დასკვნით ეტაპზეა - განაჩენი შესაძლოა, დღესვე გამოცხადდეს
ეყოლება თუ არა ქვეყენას ახალი პოლიტპატიმრები - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა. პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. გამორიცხული არ არის, მოსამართლემ გაადწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს. პროკურატურა სასამართლოს "ლელოს" ლიდერებისა და ,,ტვ პირველის" მფლობელის მამის ციხეში გაშვებას სთხოვს.
სხდომაზე რეპლიკების შემდეგ დასკვნით სიტყვას ავთანდილ წერეთლის ადვოკატი და ასევე, ბრალდების მხარეც იტყვის.
დასკვნით ეტაპზეა სააპელაციო განხილვა. როგორც ბატონი ავთანდილის დამცველი დღეს წარმოვთქვამ დასკვნით სიტყვას, შემდეგ რჩება რეპლიკები მხარეების და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების საბოლოო სიტყვა. დღეს ვფიქრობ, რომ ეტაპებს ამოვწურავთ და საქმე დასრულებული იქნება. სასამართლოს ექნება შესაძლებლობა თუ მზად იქნება სასამართლო, დღესვე გამოაცხადოს განაჩენი, თუ არადა შემდეგი სხდომა უკვე ჩანიშნულია 16 დეკემბერს და იქ დასრულდება, - ამბობს კახა წერეთელი.
სხდომის დაწყებამდე ბრალდებულმა ბადრი ჯაფარიძემ დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქმე მოტივირებულია . მისი თქმით, ამას ევროპარლამენტის რეზოლიციაც ცხადყოფს, სადაც ხაზარაძე-ჯაფარიძე-წეერთლის საქმეზე პირდაპირ ჩაიწერა, რომ საქმე პოლიტიკური დევნის ნიშნევს შეიცავს.
ეს სამარცხვინო პროცესი გრძელდება უკვე მეოთხე წელიწადია. ეს არის გამოხატული პოლიტიკური დევნა. თქვენ ნახეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც პირდაპირ იყო საქმე შეფასებული, როგორც პოლიტიკური დევნის მაგალითი და ჩემთან დაკავშირებით კიდევ იყო ნათქვამი, რომ სწორედ ამ პოლიტიკური დევნის საფუძველზე იყო შეწყვეტილი ჩემი მანდატი.
შეფასება მთელ ცივილიზებულ სამყაროს გაკეთებული აქვს ამ პროცესის მიმართ, ერთადერთი არის საქართველოს სასამართლო, რომელიც დღემდე აგრძელებს იმ დაკვეთას, რომელიც მიღებული აქვს „ქართული ოცნების“ მხრიდან და პროკურატურა, რომელიც არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი „ქართული ოცნების“ ხელში.
საქართველოში დღეს ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ „ქართული ოცნება“ შეიძლება, გამოიყენოს ნებისმიერი რეპრესიული ზომა, ამიტომ, ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ ნებისმიერი განვითარებისთვის მზად.
დღევანდელ ვითარებაში, როდესაც „ქართული ოცნება“ არის დაკავებული პოლიტიკური ოპონენეტების დევნით, დამცირებით, შეურაცხყოფით, მაქსიმალურად რეპუტაციის შელახვის მცდელობით, ყველაფერი მოსალოდნელია, - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქმე 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციებს ეხება. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ კომპანიებმა "SAMGORI M"-მა და "SAMGORI TRADE"-მა თიბისი ბანკიდან 17 მლნ ლარის ოდენობით სესხი გამოიტანეს, რომელიც შემდგომ მამაუკა ხაზარაძის ანგარიშზე უკანონოდ გადარიცხეს.