შენ ხარ მონის მონა - დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში

25.11.22 13:34
შენ ხარ მონის მონა - დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში

 მონა, ხელის ბიჭი და უსაქმური - ამ სიტყვებით ლანძღავდნენ ერთმანეთს დღეს ოზურგეთის საკრებულოში ,,ოცნებისა" და ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ კითხვები ,,ტვ პირველის" ეთერში გასულ რეპორტაჟზე დასვა, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ  გურულ მორაგბეებს მოწესრიგებული არც სტადიონი აქვთ და არც საშხაპე.

,,ენმ"-ს წარმომადგენლები საკრებულოს დარბაზში დაინტერესდნენ, რატომ ვერ შეასრულა ოზურგეთის რაგბის კლუბ ,,არწივების" საპატიო პრეზიდენტმა, არჩილ თალაკვაძემ, დაპირება და რატომ არ აშენდა გურიაში ახალი სარაგბო სტადიონი. 

ვისი დაქვემდებარების ქვეშაცაა ეს მოედანი, სტადიონი, მას ცრუს ეძახის მთელი საქართველო, თალაკვაძის მონა ხარ, მონა იქნები ყოველთვის და უბედურება რა არის, იცი? თვითონ არჩილა თალაკვაძე და მისი ძმა არიან მონები და შენ ხარ მონის მონა - მიმართა ,,ნაცმოძრაობის" დეპუტატმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. 

ოზურგეთელი მორაგბეები პირველ ლიგაში ასპარეზობენ. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო ისინი იძულებული არიან, თამაშების დროს ფოთის სტადიონი იქირავონ. 

მსგავსი სიახლეები