შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილს - ზარქუა ზურაბიშვილისგან არაფერს გამორიცხავს
მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა მესამე პრეზიდენტი შეიწყალოს. ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ე.წ. ომის პარტიები, მათ შორის, დასავლეთიდან, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას აიძულებენ.
თქვა, რომ „არა და არასდროს“, მე არ გამოვრიცხავ, ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს, რას იზამს. მისი პრეროგატივაა. ბუნებრივია, რაც ჩანს, ეს არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, მათ შორის, რაღაც ჯგუფის, გლობალური ომის პარტიას ვეძახით, მათ შორის დასავლეთიდან, ვინც პირდაპირ დარტყმებს აყენებენ, რომ აიძულონ, შეიწყალოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ჩემს პოზიციას, რომ საფუძველი არ არის, - ამბობს ზარქუა.