აიძულებენ, გინდა თუ არა, მოწამლული ხარო - ოხანაშვილი სააკაშვილზე

25.11.22 13:37
აიძულებენ, გინდა თუ არა, მოწამლული ხარო - ოხანაშვილი სააკაშვილზე

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის განცხადებას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, გამოეხმაურა. საუბარია მარიამ ჯიშკარიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში მოწამლეს. 

ოხანაშვილისთვის გაუგებარია, რატომ საუბრობენ  ექსპერტები მესამე პრეზიდენტის მოწამვლასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც თავად სააკაშვილი ფაქტს უარყოფს. 

თავად სააკაშვილმა თქვა, რომ არავითარი ეჭვი არ გამაჩნია ჩემთან მიმართებაში მოწამვლისო და ამ ქალს თუ უნდა, რომ ჩაითვალოს, რომ ის მოწამლულია, არ ვიცი, უნდა ჩამოყალიბდნენ. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ არავითარი ეჭვი არ აქვს მოწამვლის, სხვა როგორ შეიძლება აიძულებდეს, რომ გინდა თუ არა, მოწამლული ხარო, - თქვა ანრი ოხანაშვილი. 

მსგავსი სიახლეები