5 წელში საქართველოს გავხდიდით არა რეგიონის, არამედ ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად - მამუკა ხაზარაძე
,,ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, აპირებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემთვევაში საქართველო მოწინავე სახელმწიფოდ აქციოს.
ხაზარაძის თქმით, ჩვენს ქვეყანაში უნდა დაინერგოს ინოვაციები, თანამედროვე ტექნოლოგიები, მოხდეს ემიგრანტების დაბრუნება, ნიჭიერი თაობის მოზიდვა.
ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, დაახლოებით 5 წელიწადში საქართველოს გავხდიდი არა მარტო რეგიონის, არამედ ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად. ამას ვლაპარაკობ მთელი პასუხისმგებლობით.
დარწმუნებული ვარ, ეს ასე მოხდება, რომ ეს იქნებოდა და იქნება ადგილი, სადაც ჩვენს ემიგრაციას გაუჩნდებათ სურვილი, საქართველოში სასწრაფოდ დაბრუნების და ამ პროცესში მონაწილეობის მიღების, რადგან ყველაზე დიდ პოტენციალს და ენერგიას სწორედ ამ ადამიანებში ვხედავ.
ეს იქნება ადგილი, სადაც ინოვაცია, ტექნოლოგიები იქნება თავმოყრილი და ყველა ის ნიჭიერი ადამიანი, ჩვენი მოქალაქეები და უცხოელები აქ ჩამოვლენ მსგავსი პროექტების განსახორციელებლად. ეს ეხება აიტის და სხვა ინოვაციურ, ტექნოლოგიურ მიმართულებებს.
საქართველო გახდება ნამდვილი კვანძი მისიით, რადგან პირველ რიგში მისია უნდა დავიბრუნოთ. მისია და ფუნქცია ქვეყნის უნდა იყოს, რომ შენს გარეშე არაფერი მნიშვნელოვანი სამეზობლოში არ უნდა მოხდეს - ამბობს მამუკა ხაზარაძე.