გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა
გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა. ანტისაოკუპაციო აქციების აქტიურმა მონაწილემ მედიატორებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ საპატიმრო ნიკა მელიამაც რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დატოვოს.
რურუას გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ოჯახის წევრები, ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდამჭერები დახვდნენ.
მინდა, მადლობა ვუთხრა შარლ მიშელს, ასევე აშშ-ის ელჩს დეგნანს, ევროკავშირის ელჩს ჰარცელს, ჩვენს დიდ მეგობრებს სენატში შაჰინს და რიშს და ევროპარლამენტარებს.
პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა და კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია, რომ მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონო პატიმრობა. წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე აქ",- თქვა მან.
გიორგი რურუას განცხადებით, ის აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში.
წინ უნდა გავიხედოთ და ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა წინ წავიყვანოთ"- ამბობს რურუა და იქვე დასძენს, რომ ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ხელისუფლება პირობას დათანხმდებოდა.
შეთანხმების შესრულებას არ ველოდი და ეს გასაგებია რატომაც, 20 ივნისის მერე ძალიან ბევრჯერ გატეხეს სიტყვა და ბუნებრივია, აღარ ენდობი იმ ადამიანს, ვინც სიტყვა ბევრჯერ გატეხა, - ამბობს გიორგი რურუა.