"რას შეიძლებოდა, პრეზიდენტის რიტორიკა შეეცვალა..." - რაზე აქვს ეჭვი ოხანაშვილს

25.11.22 13:40
"რას შეიძლებოდა, პრეზიდენტის რიტორიკა შეეცვალა..." - რაზე აქვს ეჭვი ოხანაშვილს

მმართველი პარტიის ლიდერები ამბოხებული დეპუტატების პათოსს ფაქტობრივად ეთანხმებიან და პრეზიდენტს აკრიტიკებენ.

„ოცნების“ ლიდერი, ანრი ოხანაშვილი, სალომე ზურაბიშვილის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს და ამბობს რომ ეს ეჭვებს იწვევს.

ოხანაშვილი ასევე აქცენტს სტარტეგიულ პარტნიორებზეც აკეთებს და ცდილობს, გაამყაროს ამერიკის მაგინელები დეპუტატების ეჭვი, რომ პრეზიდენტი, შესაძლოა, უცხო ქვეყნის სამსახურში მართლაც იყოს.

რამ შექმნა საფუძველი მისი რიტორიკის ცვლილების. როგორც ჩანს, რაღაცასთან გვაქვს საქმე. მე არ ვიცი, ვერ შევალ ეჭვებში, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც დასაფიქრებელია და ეჭვს აჩენს, როდესაც ობიექტური საფუძველი არ შეცვლილა, რას შეიძლებოდა, რომ შეეცვალა რიტორიკა.

თუ ვინმე ახდენს მოწოდებას, რომ რომელიმე სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში, საქართველომ ქვეყნის კონსტიტუციას პატივი არ უნდა სცეს, ქვეყნის პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივი არ უნდა სცეს და მოახდინოს ხალხის და მნიშნელოვანი ევროპული ინსტიტუციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების იგნორება, ის არ არის ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნე". - ამბობს ოხანაშვილი.

ივანიშვილის დეპუტატების ფორსირებული შეტევა პრეზიდენტ ზურაბიშვილზე - ხუნდაძე, ყაველაშვილი, სუბარის გუნდი კონსპირაციებზე საუბრობს, მათი თქმით,  სალომე ზურაბიშვილი „ან უკვე სრულად ექვემდებარება საელჩოს ნებისმიერ მოთხოვნას, ან მას ამგვარი დაქვემდებარების გაფორმებამდე ერთი ნაბიჯიღა შეიძლება, აშორებდეს“.

განცხადების ავტორები ეჭვობენ, რომ მეხუთე პრეზიდენტი დღე-დღეზე შეასრულებას აშშ-ის სალეჩოს დაკვეთას მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალებით.

დეპუტატების თქმით, ამერიკის საელჩო საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ თითქმის ყველა ქმედებას ევროპული სტრუქტურების გამოყენებით ახორციელებენ.

„საელჩო გვარამიას შეწყალებისთვის ამზადებს ნიადაგს“ - წერენ ივანიშვილის დეპუტატები. 

"ოცნებიდან" ფორმალურად წასულებს არც ბიძინა ივანიშვილის ქება-დიდება ავიწყდებათ, მას ქველმოქმედად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ ივანიშვილის ოლიგარქად გამოცხადებას ამერიკის საელჩო მას შემდეგ ცდილობს, რაც ივანიშვილი საელჩოს მთავარ აგენტს, მიხეილ სააკაშვილს დაემშვიდობა.

მსგავსი სიახლეები