შეწყალებასთან დაკავშირებით სააკაშვილს თანხმობა არ განუცხადებია - შალვა ხაჭაპურიძე

25.11.22 14:18
შეწყალებასთან დაკავშირებით სააკაშვილს თანხმობა არ განუცხადებია - შალვა ხაჭაპურიძე

რას ცვლის მიხეილ სააკაშვილის საქმეში  ტოქსიკოლოგიური მოწამვლის დადასტურება - ადვოკატის თქმით, საქმე თავდაყირა დადგება. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მოწამვლის დადასტურების შემთხვევაში ინტერესების დამცველები დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვენ. 

ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მასთან საუბრისას  შეწყალების თხოვნასთან დაკავშირებით თანხმობა რა განუცხადებია. 

მე ვამზადებ შუამდგომლობას სასამართლოსთვის. ჩვენთვის სასამართლოს გზა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ ადგინდება, რომ ტოქსიკოლოგიასთან გვაქვს საქმე და მისი სიცოცხლე იმდენად საფრთხეშია, რომ შეიძლება წამებზე და წუთებზე იყოს საქმე, მაშინ შეიკრიბება საზოგადოება, ალბათ მივმარტავთ საერთაშორისო საზოგადოებას.მივმართავ უცხოეთის დიპლომატიურ კორპუსებს. სასამართლოსადმი მიმართვა, მე ვფიქრობ, რომ ყველა ვარიანტში მოგვიწევს. თუ სხვა დიაგნოზებზე მიდის საუბარი, სულ სხვა გარემოებებზე მიდის საუბარის აბსლუტურად იცვლება ყველაფერი და ტავდაყირა დგება მთლიანად ყველაფერი. მე ვადასტურებ, რომ სააკაშილის მდგომარეობა მართლაც მძიმეა, განსაკუთრებით ბოლო დღეებში მოხდა მისი დამძიმება. რაც შეეხება შეწყალებას, წინა დღეებში გვქონდა საუაბარი და მას რაიმე თანხმობის პოზიცია არ გამოუთქვამს, - თქვა ადვოკატმა. 

მსგავსი სიახლეები