"მთავრობა უსუსური და უძლურია" - დავით ხიდაშელი ღარიბაშვილის ხელისუფლებაზე განაწყენებულია
პრორუსი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ივანიშვილის პოლიტიკურ მემკვიდრებზეე ისევ განაწყენებულია. "პირველებთან" საუბარში ხიდაშელი არ მალავს, რომ თავს დაუცველად გრძნობს, რადგან ყალბი ბრალდებებისგან მას მთავრობა ვერ იცავს.
ექკლუზიურ ინტერვიუში პრორუსი ბიზნესმენი პირდაპირ ამბობს, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობას" კვლევა, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლებამ 2 მლნ იზარალა, როდესაც რაჭის ტყე დავით ხიდაშელს მისცა, სიცრუეა. ხიდაშელი მზადაა დათმოს წილები, გამოაცხადოს ტენდერი და იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდება ბიზნესმენი, რომელსაც ინვესტიციის ჩადება მოუნდება, ის მზადაა საკუთარი წილი 50% მას უსასყიდლოდ გადასცეს.
ჩვენ არაფერს ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ, თუ ვინმეს სურვილი აქვს მოვიდეს, უფასოდ მივცემთ ნახევარს. მე შევთავაზე ჩემს ოჯახს, გამოქვეყნებენ ახლა ამას ინტერნეტში და დადებენ და ყევლას ექნება თავისუფლად ნახოს... მაჩვენეთ, ვის აქვს ვის აქვს სურვილი რამეში საქართველოშ ფული ჩადო. არავის არაფერი მოუცია, თქვენც ჩემსავით შეგეძლოთ შეულიყავით ელექტრონულ აუქციონზე და მიგეღოთ მონაწილეობა. არაფერი კავშირი არ აქვს ბიძინა ივანიშვილს ამასთან. ტყულია. ის, ვინც დაადგინა, ის თვითონ ადგენს ეგრე, რატომ 2 მლრდ არ დაწერეს? რაც წერია სატენდერო დოკუმენტებში, იმას მივყვები. მე მაქვს ნათქვამი,რომ საქართველოს კანონმდებლობა ისეა შექმნილი, რომ გაკეთებული, რომ მთავორბა ხომ ვერ დაარღვევს?კანონები ისეა შექმნილი, რომ მთავრობა უსუსურია და უძლურია, - თქვა ხიდაშელმა.