ნურავინ განიზრახავს, რომ რაიმე გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდოს მოსამართლეს - წულუკიანი პრეზიდენტზე
კულტურის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს აფრთხილებს, არ ჩაერიოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის შესაძლო, სასჯელის გადავადებას ეხება. თეა წულუკიანი ისევ იმეორებს, რომ სასამართლო თავისუფალი და დამოუკიდებელია და მასზე გავლენის მოხდენას არავინ უნდა შეეცადოს.
სასამართლო არის, ვისაც გჯერათ - დაიჯერეთ, თავისუფლალი ამ ქვეყანაში. სასამართლო არის დამოუკიდებელი და დაე, ნურავინ, მათ შორის, საქართველსო პრეზიდენტი ნუ განიზრახავს, რომ რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდოს მოსამართლეს, იმიტომ რომ მოსამართლემ ყველაზე კარგად იცის, რა გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არის მოსამართლის და დაცვის მხარის ურთიერთობის თემა და ეს არ არის საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია, - თქვა წულუკიანმა.