„პირველების“ ინფორმაციით, ცაგერის მერმა თანამდებობა დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან დაპირისპირების გამო დატოვა

25.11.22 15:00
„პირველების“ ინფორმაციით, ცაგერის მერმა თანამდებობა დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან დაპირისპირების გამო დატოვა

„პირველების“ ინფორმაციით, ცაგერის მერმა თანამდებობა დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან დაპირისპირების გამო დატოვა. 

მიზეზი გავლენებისთვის ბრძოლაა. წყარო „პირველებს“ ეუბნება, რომ დაპირისპირებამ პიკს ენუქიძესა და ნემსაძეს შორის ორი კვირის წინ მიაღწია და მათ შორის ჩხუბიც კი იყო.

თავად გიორგი ნემსაძე „პირველებთან“ ენუქიძესთან დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

"რას ქვია დაპირისპირება, ერთი ოჯახის წევრები ვართ, ჩემი ძმაკაცია გოჩა ენუქიძე". - ამბობს ნემსაძე.

ცაგერის აწ უკვე ყოფილი მერი "პირველებთან" იმასაც ამბობდა, რომ მას ბოლომდე გადაწყვეტილი არ ჰქონდა, წავიდოდა თუ არა თანამდებობიდან, რადგან "ოცნებისგან" შეთავაზებას ელოდებოდა და სწორედ ამ შეთავაზების შემდეგ გადაწყვეტდა წავიდოდა, თუ დარჩებოდა თანამდებობაზე

"ველოდები რაღაცეებს. ვერ გეუბნებით სად გადავყავარ, რო გაკეთდება საქმე გაიგებთ, თუ არ გაკეთდება დავრჩები ისევ იქ". - თქვა ნემსაძემ "პირველებთან".

პოსტიდან ნემსაძე ისე წავიდა, რომ ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარემაც კი ფეისბუქ პოსტით გაიგო.

ჭაბუკ ჭაბუკიანი "პირველებთან" ადასტურებს, რომ ნემსაძის თანამდებობიდან წასვლა მისთვის მოუოდნელი იყო და ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე მერის დეპუტატ ენუქიძესთან დაპირისპირების მიზეზს უარყოფს.

რაც შეეხება ცაგერში ახალი არჩევნების ჩატარებას და ახალი მერის დანიშნვნას, ჭაბუკიანი ამბობს, რომ "ოცნებას" ამის რესურსი აქვს და სავარაუდოდ, არჩევნები გაზაფხულზე ჩაინიშნება.

მსგავსი სიახლეები