თუ ,,ოცნებას" თავისი თოჯინა სჭირდება ომბუდსმენის თანამდებობაზე, ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ - ხატია დეკანოიძე

25.11.22 15:50
თუ ,,ოცნებას" თავისი თოჯინა სჭირდება ომბუდსმენის თანამდებობაზე, ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ - ხატია დეკანოიძე

ვინ გახდება ქვეყნის ახალი სახალხო დამცველი? - 16 საათზე ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის, კაბინეტში ომბუდსმენობის კანდიდატთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები კონსულტაციებს დაიწყებენ. 

ფრაქცია ,,ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე, აცხადებს, რომ კონსულტაციებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მმართველი პარტია ხელსიუფლების მიმართ ლოიალური პირის ლობირებას არ შეეცდება. 

მივალ, მოვისმენ, ჩემი, როგორც ერთი პარლამენტარის პოზიციაა, რომ სახალხო დამცველთან მიმართებაში ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი შესრულდეს. 

თუ ,,ქართული ოცნება" გადაწყვეტს, რომ კონკრეტულად თავისი თოჯინა სჭირდება ომბუდსმენის თანამდებობაზე, მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ. - აცხადებს  დეპუტატი ენმ-დან, ხატია დეკანოიძე. 

მამუკა მდინარაძის კაბინეტში თავს მოიყრის ყველა პოლიტიკური პარტია, დაიწყება მსჯელობა და გაირკვევა, 19 კანდიდატიდან რომელს დაუჭერენ მხარს.

საინტერესოა, ვის დაასახელებს ,,ქართული ოცნება" და შეძლებენ თუ არა ოპოზიციის დარწმუნებას სასურველი კანდიდატის მხარდაჭერაში. 

ცნობილია, რომ ოპოზიცია მხარს არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილ კანდიდატებს უჭერს.

მსგავსი სიახლეები