შსს ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის გადახედვას გეგმავს, რათა მეტმა ქალმა თავი დაცულად იგრძნოს

25.11.22 15:48
შსს ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის გადახედვას გეგმავს, რათა მეტმა ქალმა  თავი დაცულად იგრძნოს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნულის წინააღმდეგ ბრძოლა უმკაცრესი უნდა იყოს.

დარახველიძის განცხადებით, შსს ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას გეგმავს, რათა ქალებმა თავი დაცულად იგრძნონ.

სისხლის სამართლის პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არის უმკაცრესი. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა არის მსხვერპლის ინტერესებზე ორიენტირებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ეს ძალისხმევა რიგ შემთხვევებში საკმარისი არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანას და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას, რათა უფრო მეტმა ქალმა თავი იგრძნოს დაცულად და მექანიზმმა იმუშაოს ეფექტურად". - ამბობს დარახველიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შემზარავი ამბავი მოხდა თერჯოლაშ. 37 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა ბენზინიგადასხა და ცოცხლად დაწვა. ყოფილი ქმარი ქალს სამსახურში მიუვარდა, ცეცხლი წაუკიდა და  შემდეგ სუპერმარკეტის ოთახში გამოკეტა. კაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

მსგავსი სიახლეები