სააკაშვილის გარემოცვას ის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად სჭირდება, ეს პატიმარს აზიანებს - წულუკიანი
კულტურის მინისტრს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილს მისი გარემოცვა აზიანებს. თეა წულუკიანის თქმით, ბრალდებული პრეზიდენტის გარემოცვას ის როგორც პატიმარი და უფლებების მატარებელი ადმაიანი არ აინტერესებთ და მხოლოდ პოლიტიკურ ინსტრუმენტად სჭირდებათ.
პატიმარს, როდესაც ის არის საპატიმროში, ერთადერთი პრობლემა შეიძლება ჰქონდეს, ეს არის მისი გარემოცვა, რომელიც არის გარეთ. მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილს ეს მწვავე პრობლემა აქვს. როდესაც გარეთ მყოფი ადამიანები არ არიან მოწოდების სიმაღლეზე, რომლებიც არ არიან კეთილსინდისიერები, რომლებსაც მოცემული პატიმარი პატიმრად კი არ აინტერესებთ, როგორც უფლებების მატარებელი ადამიანი, არამედ როგორც ინსტრუმენტი პოლიტიკური ბრძოლის, ეს უკვე აზიანებს მოცემულ პატიმარს, რა გვარისაც არ უნდა იყოს ის და აზიანებს მის უფლებრივ მდგომარეობას. ეს გარემოცვა რაღაც კონკრეტულ მომენტში შეიძლება იყოს ოაჯხი, შეიძლება იყოს ენჯეო, შეიძლება იყოს ნებისმიერი, - ამბობს წულუკიანი.