სააკაშვილის საქართველოში მკურნალობა შეუძლებელია - ექიმებმა ევროკავშირის საელჩოში წერილი მიიტანეს
ექიმები მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად ერთიანდებიან. მედიკოსებმა ევროკავშირის საელჩოში წერილი შეიტანეს. მთავარი მოთხოვნა სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ევროპის ან ამერიკის წამყვან კლინიკაში, გაყვანაა.
როგორც ექიმები ამბობენ, ამ პირობებითა და დიაგნოზებით სააკაშვილის საქართველოში მკურნალობა პრაქტიკულად შეუძლებელია.
მივმართავთ ევროკავშირის ელჩს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გაიგოს ექიმების ხმა იმის შესახებ, რომ პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და შესაძლებელია, მისი მდგომარეობა ფატალურად დასრულდეს.
სააკაშვილის ჯანმრთელობის უკიდურესი მდგომარეობა იმაზე მეტყველებს, რომ ტოქსინები ცირკულირებს სისხლში. ეს უტყუარია.
აუცილებელია, ასეთი ტიპის პაციენტი გადაყვანილ იქნას შესაბამისი ტიპის, შესაბამისი გამოცდილების მქონე კლინიკაში, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოში არ გაგვაჩნია. - ამბობს ვილი პაჭკორია - ,,კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელი.