მელია ევროკავშირის გირაოს უნდა დათანხმდეს, ,,ენმ" პარლამენტში უნდა შევიდეს - რურუა
მელიამ უნდა თქვას თანხმობა ევროკავშირის გადახდილ გირაოთი გათავისუფლებაზე, მე მის ადგილას დავთანხმდებოდი, ,,ნაციონალური მოძრაობა" უნდა შევიდეს პარლამენტში - ასეთია ციხიდან გამოსული გიორგი რურუას გზავნილები.
გიორგი რურუამ საპატიმრო უკვე დატოვა.
ის 4 პუნქტი უნდა მივიყვანოთ. ახლა ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად, ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობაც უნდა შევიდეს პარლამენტში და სხვა პარტიებიც"- ამბობს რურუა.
გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა, ტარების მუხლით 4 წლის თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. საქართველოს პრეზიდენტმა რურუა დღეს შეიწყალა.