პოლიტიკური განაჩენის გამოცხადება გადაიდო - ხაზარაძე და ჯაფარიძე არ გამორიცხავენ, რომ დააკავონ
ეყოლება თუ არა ქვეყანას ახალი პოლიტპატიმრები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ გამორიცხავენ, რომ დააკავონ.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე პოლიტიკური განაჩენის გამოცხადება გადაიდო. დასკვნითი პროცესი 16 დეკემებრს გაიმართება.
დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვით ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა ისარგებლა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაუსაბუთა სასამართლოს, რომ საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი და არანაირი დანაშაული არ იკვეთება.
მხარეები ახლა სასამართლო კოლეგიის განაჩენს ელოდებიან, თუმცა ივანიშვილის პოლიტიკური მართლმასჯულების პირობებში, ყველაფრისთვის მზად არიან.
უფრო მეტი იხილეთ სიუჟეტში.