თუ ენმ-ს მერაბიშვილი დაუბრუნდება, თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ვხედავთ - მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ - პარტია ,,ლელოს" ლიდერმა საჯაროდ განაცხადა, რომ თუ ,,ნაციონალური მოძრაობის" მართვის სადავებს ხელში "რეაქციული ძალები" აიღებენ, მაშინ აღნიშნულ ოპოზიციურ პარტიასთან აღარ ითანამშრომლებს.
ხაზარაძემ ამ განცხადებით თავისი პოზიცია ,,ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ღიად დააფიქსირა და ისიც მიანიშნა, რომ მხარს ნიკა მელიას უჭერს.
თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ამ პარტიას უბრუნდება ისეთი რეაქციული ძალები, როგორიცაა მაგალითად, ვანო მერაბიშვილი და ა.შ. მე პირადად და ჩვენი პარტია ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავთ მათთან არც თანამშრომლობის ან რაიმე ურთიერთობის გაგრძელების"- ამბობს ხაზარაძე.