სააკაშვილი, სავარაუდოდ, რუსთავის ციხეში მოიწამლა - ექსპერტებმა განგაშის სიგნალი ჩართეს
მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ რუსთავის ციხეში მოიწამლა. დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ სააკაშვილის თმის ღერში სამი მეტალია აღმოჩენილია: ვერცხლისწყალი, ბისმუთი და ბარიუმი.
პატიმარი პრეზიდენტის სამედიცინო დასკვნის ავტორმა განგაშის სიგნალი უკვე ჩართო. მარიამ ჯიშკარიანი მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, რაც შეიძლება სწრაფად შეიწყალოს სააკაშვილი
მესამე პრეზიდენტის მოწამვლის ფაქტი სააკაშვილის საქმეს თავდაყირა აყენებს, რადგან შესაძლოა, სიცოცხლის გადარჩენა წამებისა და წუთების ამბავი იყოს. ნეიროინტოქსიკაცია უკვე დადგენილია, პატიმარი პრეზიდენტის მდგომაროება ძალიან დამძიმდა, განსაკუთრებით ბოლო დღეებში. ხელისუფლება კი უკან მაინც არ იხევს. სააკაშვილის დიაგნოზის დადასტურების შემდეგ "ოცნებამ" ახალი შტურმი წამოიწყო და სამიზნე სამედიცინო დასკვნის ავტორი გახდა.
უფრო მეტი იხილეთ ნანუკა ქაჯაიას სიუჟეტში.