"ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს, გამოიყენეს ფიზიკური ძალა" - დავით ქაცარავას საგანგებო განცხადება

26.11.22 00:11
"ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს, გამოიყენეს ფიზიკური ძალა" - დავით ქაცარავას საგანგებო განცხადება

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი დავით ქაცარავა საგანგებო განცხადებას ავრცელებს, მისი   Facebook სტატუსიდან ირკვევა, რომ ოკუპანტებმა კიდევ ერთი მოქალაქე, გიორგი ჯარმელიშვილი გაიტაცეს. 

ქაცარავას თქმით, გატაცებულის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენეს. 

ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ოკუპანტებმა 23 ნოემბერს ჩვენი მოქალაქე, ლეო ჯარმელიშვილი გაიტაცეს.

როგორც გავარკვიეთ, ოკუპანტებმა მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენეს.

ოკუპანტების აქტივობა სამწუხაროდ არ მცირდება.

გრძელდება გატაცებები, ბორდერიზაციის პროცესი გააქტიურებულია და მიმდინარეობს ჩვენი მიწების ახალი ოკუპაციისათვის მზადება, რომელიც გულისხმობს ჩვემი კონტროლირებადი ტერიტორიის, 208 კვადრატული კილომეტრის (208 000 000 კვ.მ) წართმევას, - წერს ქაცარავა.

 

მსგავსი სიახლეები