"საქართველო ახლა კრიტიკული არჩევანის წინაშე დგას" - 3 პარტიიის ხედვა და შეხვედრა მოსახლოებასთან
3 პარტიიის ხედვა და შეხვედრა მოსახლოებასთან - გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია საზოგადოებასთან საუბარს აგრძელებენ. ლიდერები ახლა ქუთაისში არიან.
რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი და რატომ არის ამ იდეის გარშემო გაერთიანება აუცილებელი, ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც პოლიტიკოსები რიგით მოქალაქეებთან საუბრობენ.
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ საქართველო ახლა კრიტიკული არჩევანის წინაშე დგას, ამიტომაც ერთობლივი მუშაობაა საჭირო, რათა ევროპული არჩევანი დავიცვათ.
საქართველო დგას კრიტიკული არჩევანის წინაშე - ეს არის, ჩვენ წავალთ რუსეთის მიმართულებით, თუ ევროპის მიმართულებით. ევროპის, რომელმაც გააღო კარი უკრაინის ომის გამო, თუმცა ამას სჭირდება კონკრეტული ვალდებულებების შესრულება, რაც ჩვენ ვიცით, რომ „ოცნების“ პირობებში არის სრულიად შეუძლებელი. ჩვენ გვჭირდება ერთობლივი მუშაობა და საზოგადოების ჩართულობით, მოქმედების რწმენის დაბრუნებით ჩვენი ევროპული არჩევანის დაცვა“. - ამბობს ელენე ხოშტარია.