თუ საჭიროა, ვიქნები პარტიის რიგითი წევრი, თუმცა გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ - ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი კახეთშია - “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი შიდაპარტიულ შეხვედრებს განაგრძობს.
თელავში ნიკა მელიას კონკურენტი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს შეხვდა.
მასთან ერთად იმყოფებიან პარტიის გენერალური მდივანი და რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ბოტკოველი, რომლებიც ხაბეიშილს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
ხაბეიშვილი აცხადებს, რომ იქნება პარტიის რიგითი წევრი, თუ ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს, თუმცა იამსაც პირდაპირ ამბობს, რომ გამარჯვებაში გამარჯვებულია.
"გენერალური მობილიზაციისთვის მნიშვნელოვანია ყველა რაიონული ორგანიზაცია იყოს აქტიური. რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანშვილის დამარცხება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე არის წარმოუდგენელი. ცხადია, ემ ვიქნები ენმ-ს რიითი წევრი, თუ ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს, ამაშ პრობლემას ვერ ვხედავ. როცა საქმეს სჭირდებოდა მე ვიყავი დამკვირვებელიც, კომისიის წევრიც, პარტიის წარმომადგენელიც და შესაბამისად ვერანაირ პრობლემას ამაშ ვერ ვხედავ, თუმცა დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში.