ლევან ხაბეიშვილი არის ფავორიტი - პეტრე ცისკარიშვილი
“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი უკვე არარც მალავს, რომ ლევან ხაბეიშვილი მისი ფავორიტია.
მეტიც, ცისკარიშვილი დღეს ხაბეიშვილს კახეთში შიდაპარტიულ შეხვედრებზე დაჰყვება და საჯაროდ აფიქსირებს, თუ ვის ერგება მისი ხმა პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე.
„ვფიქრობ, რომ ლევან ხაბეიშვილი არის ფავორიტი, თუმცა სხვა ყველა კანდიდატი ღირსეულია. ჩვენი საერთო პოლიტიკური ოჯახის განუყოფელი ნაწილი არიან ისინი დღეს და იმედი მაქვს, მომავალში, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდება ეს არჩევნები, სულ დარჩებიან ჩვენი გუნდის წევრებად“. - ამბობს ცისკარიშვილი.
ლევან ხაბეიშვილი კახეთშია - “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი შიდაპარტიულ შეხვედრებს განაგრძობს.
თელავში ნიკა მელიას კონკურენტი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს შეხვდა.
მასთან ერთად იმყოფებიან პარტიის გენერალური მდივანი და რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ბოტკოველი, რომლებიც ხაბეიშილს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.