"ჩემზე კი არა ოპოზიციაზე ვდარდობ, რომელიც ხაფანგში აღმოჩნდა" - მელიას ინტერვიუ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარე, ნიკა მელია "რეაქციასთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ის გლდანის ციხიდან ოპოზიციას ძალიან გულშემატკივრობს და ამბობს, რომ ახლა შეცდომებზე მითითების დრო არ არის:
ოპოზიციის ერთიანობას ძალიან ვგულშემატკივრობ, ციხეში მყოფისთვის მტკივნეულია, ელემენტარულ დონეზე პაექრობასაც კი როცა ადევნებ თვალყურს, ერთი თვის წინ როცა ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მეორეს აკრიტიკებდა, ამაზე განვიცდიდი აქ და ახლა წარმოგიდგენიათ, რა გრძნობა მეუფლება აქ? მძიმე დღე გვიდგას, ნამდვილად ძალიან მძიმე დღე, ახლა შეცდომზე მითითების უფლება არა გვაქვს, შეცდომებზე მითითება - რატომ მოხდა, ვის გამო და ასე შემდეგ აზრი არ აქვს. უბრალოდ, გამოსავალი უნდა ვეძებოთ"- აცხადებს ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დაპატიმრებული ლიდერი.
მელიას ხელისუფლების კეთილსინდისიერების არ სჯერა და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მოძალადე სპეცრაზმელებს ამნისტიის საბაბით გაათავისუფლებს:
დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველა მოძალადე, ყველა სპეცრაზმელს, ვინც იძალადა 20 ივნისის ღამეს, ესროლა აქციის წევრებს, ყველას ჩაწერს სიაში. მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენ ოპოზიციას მოეწონება, არ მოეწონება, ოპოზიცია იძულებული იქნება, კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მიიღოს, იმიტომ რომ ისეთ მოძალადეებს დაუყენებენ იქ, არც ჩამკეტს დააყენებენ, არც დაზარალებულთა თანხმობას ჩაწერენ, და ვერც ვერავინ გაამტყუნებს, იმიტომ რომ ქართული ოცნება იტყვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას. დღეს ასე წერია, რაც მართალი, მართალია"- თქვა მელიამ.
ოპოზიციის შტურმით დაპატიმრებული ლიდერი კოლეგებს მოუწოდებს, ის მაინც მოახერხონ, რომ ამნისტიის კანონის კენჭისყრაში მაინც არ მიიღონ მონაწილეობა:
იმედი მაქვს, ოპოზიცია იმას მაინც მოვახერხებთ, რომ კენჭისყრაში არ მივიღოთ მონაწილეობა, რომ გადარჩენის შანსი დაგვრჩეს. იმიტომ რომ ოცნება სიაში რომ ჩაწერს, ამაში ეჭვი არავის ეპარება. რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს, რომ არ ჩაწეროს? ასეთი რამ გაგიგიათ, გამოვიდა დღეს ერთი ჩემთვის პატივსაცემი ოპოზიციონერი და პარტიის ლიდერი და თქვა, რომ ნიკამ ცოტა დააგვიანა გირაოს ჩარიცხვაზე თანხმობის განაცხადიო",- თქვა მელიამ .
ენმ-ის ლიდერი შარლ მიშელის ბოლო ვიზიტის პარალელურად მასთან გამართულ აუდიენციებზე პირველად საუბრობს:
მე როდესაც შემომთავაზეს ევროკავშირის გირაოზე დათანხმება, ეს ნიშნავდა ავტომატურად ამნისტიაზე თანხმობასაც. ჯერ კიდევ 20 აპრილს, როცა მიშელი აქ იყო, შემომთავაზეს, ევროკავშირის გირაოს ჩაგირიცხავთო, ეს ნიშნავდა გირაოზეც დავთანხმებულიყავი და ამნისტიაზეც. ეს კომბინაციაში იყო ყველა ეტაპზე, რას მეუბნება ეს ხალხი, გირაოსაც დავთანხმებულიყავი და ამნისტიასაც? და პასუხისმგებლობა ამეღო ამ მოძალადეების გათავისუფლებაზე? ეს იყო შემოთავაზება და ამიტომ ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი და ახლაც ვარ. ეს იყო შემოთავაზება, 20 აპრილს 3 საათზე სასამართლო ჩატარდებოდა და ვალდებულება ამეღო, რომ დოკუმენტზე ხელი მომეწერა, აგერ ადასტურებს ,,ოცნება" თალაკვაძე რომ გამოვიდა, თანხმობა რომ განაცხადა მელიამო, ეს ხომ მის ბრალს არ მოხსნისო და ჩვენ გვინდაო, რომ მელიას ბრალი მოეხსნასო. ამიტომ მელიას ამნისტია უნდა შეეხოსო, ჩემზე ზრუნავენ რა... დიდი უსამართლობა როცა მეუბნებიან, გირაო რატომ არ ჩაარიცხინეო/ეს კომბინაციაში იყო. მე აქ მელიაზე კი არ ვდარდობ, ოპოზიციაზე ვდარდობ, რომლებიც ხაფანგში აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, ოპოზიციოას რა კანონიც არ უნდა ჰქონდეს ინიცირებული, ,,ოცნება" იმ კანონს უყრის კენჭს, რასაც საჭიროდ ჩათვლის"- დასძინა მელიამ.