მონაზონზე სასტიკი ძალადობა - უმძიმეს დანაშაულში მხილებული კაცის მეზობლების პირველი ინტერვიუ
დადგენილია იმ პირების ვინაობა, რომლებმაც 74 წლის მონაზონზე ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, გააუპატიურეს.
ჩვენ მათ ვინაობას მათივე ოჯახების უსაფრთხოების გამო შეგნებულად არ ვასახელებთ.
ერთ-ერთი ეჭვმიტანილი 39 წლის კაცია. ის ადგილობრივია და დიდი ალბათობით, მონაზონს პირადად იცნობდა.
27 წლის კაცი კი მისი სტუმარი იყო, რომელიც სოფელ ცხრამუხაში მეზობელი რეგიონიდაან ჩავიდაა.
„პირველებმა“ უმძიმეს დანაშაულში მხილებული კაცის მეზობლებთან პირვეელი ინტერვიუები უკვე ჩაწერა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცი წარსულში ნასამართლევია და დიდი ხანია სოფელში არ ცხოვრობს.
არაფერი არ ვიცით, წლებია წავიდა აქედან, არ ცხოვრობს, არ ვიცნობთ. 15 წელიწადია წასულია. დაჭერილი იყო, ნასამართლევია". - ამბობენ მეზობლები.
მონაზონს უცხო პირები ფიზიკურად გუშინ საღამოს გაუსწორდნენ.
შემთხვევა სოფელ ცხრამუხაში გუშინ მოხდა. დაკავებულები მონასტერში ყაჩაღობის მიზნით შეიჭრნენ.
მომხდარზე დაკავებულია 27 და 39 წლის ორი ახალგაზრდა მამაკაცი. პოლიციამ გამოძება გაუპატიურებისა და ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. დაკავებულები ბრალის წარდგენას ელოდებიან.
მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. ის კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.