რომელი პლატფორმით ჩატარდება არჩევნები - სამუშაო შეხვედრა ენმ-ში
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სამუშაო შეხვედრა დაიწყო. პარტიის წარმომადგენლები ვერ საუბრობენ, იქნება თუ არა ეს საბოლოო შეხვედრა და შეაჯერებენ თუ არა ინტერესებს.
პარტიაში ასევე იმსჯელებენ ტექნიკურ საკითხებზე. ჯერჯერობით გაურკვეველია თუ რომელი პლატფორმის საშუალებით ჩატარდება არჩევნები. ასვე ამ დრომდე უცნობია თარიღი.
ენმ-ს წევრებმა არც იმას გამორიცხავენ, რომ ამ დღეების მანძილზე კანდიდატების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
ჯერჯერობით კი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მსურველი მხოლოდ სამი კანდიდატია.
გია ბარამიძე არჩევნების ჩასატარებლად ბლოქჩეინ ტექნოლოგიის მომხრეა.
გადაწყვიტოს პოლიტიკურმა საბჭომ, რომელი მეთოდით იქნება არჩევნები. ბლოქჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით, ანუ სპეციალურად საარჩევნოდ შექმნილი პლატფორმით, თუ ფეისბუკით, რომელიც გამოვიყენეთ 2020-ში, რომელიც არ არის არჩევნებისთვის შექმნილი და საკომუნიკაციო პლატფორმაა, მაგრამ რომლის მორგება შესაძლებელია არჩევნებზე იმ შენიშვნების გათვალისწინებით,რ აც 2020-ში გამოითქვა. იყოს თუ არა ამომრჩევლის ხმები დაფარული, თუ ღია იყოს და ყველამ იცოდეს ვინ ვის მისცა ხმა. ესეც არის სამსჯელო საკითხი“. - ამბობს გია ბარამიძე.