"ოცნების" დეპუტატმა წყნეთში მიწა მიიტაცა, შემოღობა და სახლი აიშენა - ჟურნალისტური გამოძიება
"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა წყნეთში, მიწა მიიტაცა, შემოღობა და სახლი აიშენა.
მიწის ნაკვეთი, სადაც დეპუტატის ოჯახმა ერთსართულიანი სახლი უკვე დადგა, ამ დრომდე თბილისის მერიას ეკუთვნის.
ირკვევა, რომ დეპუტატს, ტერიტორია არც იჯარით აუღია და არც უყიდია. დოკუმენტების მიხედვით, 499 კვ.მ მიწა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტია.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მშენებლობას დეპუტატის სიმამრი, მიხეილ ხიდირბეგაშვილი პირადად მეტვალყურეობდა. იქ რამდენიმე დღის წინ, საჭირო ინვენტარი შეიტანეს.
მიტაცებული ქონება - ნახეთ, თამთა დოლენჯაშვილის რეპორტაჟში