ღარიბი ხალხის ფულით აყვავებული ოცნების სპონსორები - ვის უხდიან მოქალაქეების ფულს
ღარიბი ხალხის ფულით აყვავებული მილიონერების ბიზნესი - "ნოდარ მელაძის" შაბათის მორიგი ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება.
ირკვევა, რომ მილიონერ დეპუტატებს, სახელმწიფო ხალხის ფულიდან დამატებით მილიონებს ჩუქნის, რომ მათი ბიზნესი კიდევ უფრო აყვავდეს.
სახელმწიფო პროგრამა "დანერგე მომავალში", რომელიც წესით, გლეხების ხელშეწყობისთვის შექიმნა, "ქართული ოცნების" მილიონერი დეპუტატების ოჯახის წევრები გვხვდებიან.
ასეთია, დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ქართული ოცნების დეპუატის შვილს ნახებერი მილონი ჩაურიცხეს ხეხილის ბაღების მოსაშენებლად.
სახელმწიფომ დიდი ფული მისცა ვასილ ჩიგოგიძის შვილსაც. ამ შემთხვევაში, ახალი ბიზნეს იმპერიის მშენებლობა საქართველოს მთავრობამ, 250 ათასი ლარით დააფინანსა.
ვაშლის ბიზნესის დასაწყებად 88 ათას 500 ლარი წაიღო ბიუჯეტიდან სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის კომპანიამაც. შორთა რეხვიაშვილი კომპანია აგროგორში 10.35% -ს ფლობს.