"დროა, დავაწესოთ ინდივიდუალური სანქციები" - დევიდ კრამერი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს
აშშ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში კონკრეტულ პირებს და ასევე ბიძინა ივანიშვილს აშშ-მ სანქციები უნდა დაუწესოს. ამის მიზეზად ანალიტიკოსი "ქართული ოცნების" მოსკოვთან მჭიდრო კავშირს ასახელებს.
მისი თქმით, აშშ-ს ქართველი ხალხის დასჯა არ სურს, ამიტომ სანქციები პერსონაზირებული უნდა იყოს.
ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, საქართველოში რეფორმებით განპირობებული აშშ-ს დახმარება ვიხილოთ, მეტად მოსალოდნელია ვიხილოთ გარკვეული ნაბიჯები გარკვეული პირების წინააღმდეგ. თუ ჩვენ ჩვენს დახმარებას რეფორმებზე პროგრესზზე დაფუძნებით განვსაზღვრავთ, მაშინ ჩნდება რისკი, ეს ქართველი ხალხის სასჯელად იქცეს, ჩვენ კი ამის გაკეთება არ გვინდა. ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რასაც საქართველოში ვხედავთ, ის არის, რომ ქართველი ხალხი რჩება მომხრე NATO-ს , ევროკავშირის და აშშ-სი. ქართველი ხალხის განწყობა მეტწილად იგივე დარჩა, პრობლემა ხელისუფლებაა, პრობლემა „ქართული ოცნებაა“, პრობლემა ოლიგარქია - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლებას კულისებიდან მართავს. ასე რომ, სრულიად არ მომწონს ამის თქმა, მაგრამ ვფიქრობ, დროა, დავაწესოთ ინდივიდუალური სანქციები და არა სანქციები ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა წარმატებული საქართველო ვიხილოთ, - თქვა კრამერმა.