მელიას კიდევ ერთი კონკურენტი ჰყავს - ზურაბ ჭიაბერაშვილი ენმ-სთავმჯდომარეობისთვის ბრძოლას არ გამორიცხავს

27.11.22 12:23
მელიას კიდევ ერთი კონკურენტი ჰყავს - ზურაბ ჭიაბერაშვილი ენმ-სთავმჯდომარეობისთვის ბრძოლას არ გამორიცხავს

გახდება თუ არა ზურაბ ჭიაბერაშვილი ნიკა მელიას კიდევ ერთი კონკურენტი - სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას არ გამორიცხავს. განცხადება ჭიაბერაშვილმა "ნოდარ მელაძის შაბათში" გასული რეპორტაჟის შემდეგ გააკეთა, სადაც საუბარი პარტიაში მის შესაძლო დაბრუნებას ეხებოდა. 

ყოფილი მერი და ჯანდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ ვერც მელია და ვერც ხაბეიშვილი პარტიის გაერთიანებას ვერ შეძლებენ, თავად კი ამის პოტენციალი გააჩნია. 

კანდიატების რიცხვის გაზრდის საკითხს ენმ-ს ოფისში მთელი დღის განმავლობაში განიხილავდნენ. ამის მიუხედავად სამუშასო ჯგუფის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. წევრები კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებზე ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან. 

"ნაიოცნალურ მოძრაობაში" შეხვედრა დრესაც გაგრძელდება.

პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას , იყოს თუ არა ღია და ყველასთვის ხილული ვინ ვის მისცა ხმა. დამარცხებულმა კანდიდატებმა კი არ უნდა დატოვონ და გარიყულად კი არ უნდა იგრძნონ თავი, არამედ უნდა ცამოართვან ვაჟკაცურად ხელი გამარჯვებულს და ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა, - თქვა გიორგი ბარამიძემ. 

 

 

მსგავსი სიახლეები