ნიკა მელიას ახალი კონკურენტი - ზურაბ ჭიაბერაშვილი "ტვ პირველს" ემალება

27.11.22 13:48
ნიკა მელიას ახალი კონკურენტი - ზურაბ ჭიაბერაშვილი "ტვ პირველს" ემალება

ზურაბ ჭიაბერაშვილი "ტვ პირველს" ემალება. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის  მსურველი არც მოკლე ტესტურ შეტყობინებებს პასუხობს და არც სატელეფონო ზარებს. 

ახალი კანდიდატის გამოჩენა პირველად "შაბათის ეთერში" ნიკა მელიამ დაადასტურა. ჯერჯერობით უცნობია, რას იზამს კეზერაშვილი: ხაბეიშვილის კანდიდატურას მოხსნის თუ ხმებს მოჩვენებითი კონკურენციისთვის გაყოფს.

ნიკა მელიას ფლანგი კი პოლიტიკურ ასპარეზზე ჭიაბერაშვილის გამოჩენას პოლიტიკურ კლოუნადად აფასებენ. მათი თქმით, ბრძოლაში ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის ჩართვა კეზერაშვილის ალტერნატიული პროექტია. 

 

 

მსგავსი სიახლეები