"პოლიტიკური კლოუნადა" - ბაჩო დოლიძე ჭიაბერაშვილის კანდიდატურაზე
ნიკა მელიას ფლანგი პოლიტიკურ ასპარეზზე ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოჩენას პოლიტიკურ კლოუნადად აფასებს. ენმ-ს წევი ბაჩო დოლიძე პირდაპირ ამბობს, რომ ბრძოლაში ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის ჩართვა კეზერაშვილის ალტერნატიული პროექტია.
შესაძლოა, პოლიტიკური კლოუნადა ვიხილოთ ბრჭყალებში ძალიან ჭკვიანი ხალხის დაკვეთით. ჩემი გადმოსახედიდან თუ ეს ყველაფერი ისე განვითარდა, რაზედაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ახალი და ახალი სუბიექტების დამატებიტ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი უკვე ემსგავსება იმას, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს არის უკვე კონკრეტულად ერთი გეგმის ნაწილი, სადაც მონაწილეობს სხვადასხვა პეროსნაჟი, - ამბობს ბაჩო დოლიძე.