ნახევარმილიონი ავტოპარკის შესანახად - "ანტიკორუფიცული მოძრაობა" მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს აპროტესტებს

27.11.22 16:47
ნახევარმილიონი  ავტოპარკის შესანახად - "ანტიკორუფიცული მოძრაობა" მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს აპროტესტებს

"ანტიკორუფიცული მოძრაობა" მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს აპროტესტებს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ფინანსური  დოკუმენტი მოსახლეობის პრობლემებს ვერ პასუხობს და ის მხოლოდ მაღალჩინოსნების კონფორტზეა მორგებული.

ირკვევა, რომ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტში 50%-ზე მეტი ბიუროკრატიულ ხარჯებზე მოდის. მაგალითად, მერიის ბალანსზე არსებული ავტოპარკის შენახვაზე ნახევარმილიონ ლარზე მეტი თანხის გამოყოფა იგეგმება.

მერიის ავტოპარკის მოვლა-პატრონობისთვის წელიწადში დაახლოებით ნახევარიმილიონი ლარი იხარჯება. ამას ემატება ასევე წარმომადგენლობით ხარჯები და ბიუროკრატიისთვის შესანახი სხვა ხარჯები. სამწუხაროდ, ეს არ არის ადგილობრივ თითმმართველობაზე ორიენტირებული და ადგილობრივ მოსახლეობაზე ორინეტირებული ადგილობრივი ბიუჯეტი. ქალაქშ არის უამრავი ინფრასტრუქტურული პრობლემა და ინფრაქსტრუქტურაში ჩვენ მხოლოდ 13 მილიონ ლარს დავხარჯავთ 80 მლნ ლარიდან, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები