"შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს კულუარული გავლენების კვალი" - ნიკა მელია

28.11.22 00:12
"შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს კულუარული გავლენების კვალი" - ნიკა მელია

"ვერც ერთი კანდიდატი ვერ გამოვა ამ ბრძოლიდან გამარჯვებული, თუ საერთო ბრძოლაში დავმარცხდებით!"- ამის შესახენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე სპეციალურ მიმართვაში საუბრობს. 

ნიკა მელია განცხადების ტექსტს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის  მდგომარეობით იწყებს და აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის და "ნაციონალური ოძრაობისთვის" მთავარი გამოწვევა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობაა. 

მელიას თქმით, მესამე პრეზიდენტის საკითზე მისაღებია კონკრეტული გადაწყვეტილება.

სწორედ აქ უნდა ვიყოთ ერთიანები და პატივი ვცეთ ერთმანეთს. როგორც ჩანს, საარჩევნო კამპანიასა და პერიპეტიებში გართულებს, გვავიწყდება მთავარი გამოწვევა, რაც დგას ქვეყნისა და ნაციონალური მოძრაობის წინაშე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა.

ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხზე შევჯერდეთ და ერთიანი პოზიცია გვქონდეს, კანდიდატები აწარმოებენ გაურკვეველ კამპანიებს"- წერს მელია. 

ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, შიდა არჩევნების  პროცესი ოფიციალურად ჯერ არც დაწყებულა, თუმცა "უკვე ცდება ნორმალურ პოლიტიკურ პროცესის ფარგლებს, იღებს სამარცხვინო სახეს, რაც შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს როგორც პარტიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის". 

ნიკა მელიას განცხადებით, "შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს კულუარული გავლენების კვალი"

ოპონენტები ბევრს საუბრობენ საჯაროობაზე, გამჭვირვალობასა და დემოკრატიაზე, ამ დროს კონცეპტუალური სვლები საერთოდ კულისებიდან კეთდება და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს კულუარული/არაფორმალური გავლენების კვალი.

ოპონენტები იდეებითა და პროგრამებით ბრძოლას გაურკვეველი წარმომავლობის კომპრომატებით ბრძოლას ამჯობინებენ.

მოგეხსენებათ, იმთავითვე ვამბობდი რომ ასეთ დროს და ასეთი ფორმით საარჩევნო მარათონის გამოცხადება, რბილად რომ ვთქვათ, უადგილო იყო, მაგრამ უკვე ახლა, არსებულ ვითარებაში არჩევნები უკვე აუცილებელია, რომ პარტიამ შეძლოს ერთიანი სტრატეგიის შემუშავება. ამდენად, ჩემი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს ეს არჩევნები, რათა დროულად ვფოკუსირდეთ მთავარ გამოწვევაზე და ახლაც, არჩევნებამდეც, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გაყვანის საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს და უნდა ვიფიქროთ შემდგომ ნაბიჯებზე, ასეთი ტიპის საარჩევნო კამპანიის პრიორიტეტად ქცევა საერთოდ არასწორად მიმაჩნია"-  წერს მელია.

 

მსგავსი სიახლეები