მიხეილ სააკაშვილი დღეს საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწრება
მიხეილ სააკაშვილი დღეს საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწრება. ინფორმაციას "პირველებს" მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე უდასტურებს. მისივე თქმით, გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საამართლოს დარბაზში დღეს ბრალდებულ პრეზიდენტს ეტლით შეიყვანენ.
სასამართლოს გამოძახებული ჰყავს. არაერთხელ გადაიდო პროცესი მისი გამოუცხადებლობის გამო, ამიტომ იმისთვის, რომ ჩვენ არ გავხდეთ მიზეზი პროცესების ჩაშლის და პროცესების გადადების, გადაწყვიტა, რომ დღეს გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე, თუმცა ეს მოხდება ალბათ გადასაადგილებელი სავარძლით, იმიტომ, რომ ასეთ მანძილზე მისი გადაადგილება ფიზიკურად შეუძლებელია. აპირებს მისცეს ჩვენება სასამართლოს. მისი მდგომარეობა უკიდურესია, ეს ადვილად შესამჩნევია და დღეს ამას საზოგადოება დაინახავს, - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
რა აქვს სათქმელი 7 თვის თავზე მიხეილ სააკაშვილის ცნობილია რამენიმე საათში გახდება. ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე პროცესი საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული.