ოცნება" უკან არ იხევს - მმართველი გუნდი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას ჩქარობს

28.11.22 11:40
ოცნება" უკან არ იხევს - მმართველი გუნდი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას ჩქარობს

"ქართული ოცნება" უკან არ იხევს და ქვეყნის მთავარი ოლიგარქისთვის იმუნიტეტის შექმნას ცდილობს. დეოლიგარქიიზაციის შესახებ კანონი დღეს უკვე მესამედ უნდა განიხილონ. 

მმართველი გუნდი ამბობს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციები აქვს, რის შემდეგაც გადაწყვეტენ, როდის გადააგზავნიან ვენეციის კომისიაში. თუკი კანონს პარლამენტშ მესამე მოსმენით დაამტკიცებენ, ვენეციის კომისიაში გადაგზავნის შემდეგ, საქართელოს პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე, კანონი შესაძლოა, ისევ მეორე მოსმენის ეტაპზე დაბრუნდეს.

გვაქვს ოფიციალური ინფრომაცია მოწოდებული, რომ ვენეციის კომისია მუშაობს უკრაინის მიერ გაგზავნის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე და ამუშავებს ამ კანონს და ამზადებს დასკვნას. ჩვენს პარტნიორებთან, ევროკავშირთან გვაქვს კონსულტაციები და მალე გაგიზიარებთ ინფორმაციას, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. რაიმე კატეგორიული წინააღმდეგობა ამ პროექტის გაგზავნა-არგაგზავნასთან დაკავშირებით არ არსებობს, უბრალოდ, ჩვენ გვაინტერესებს ჯერ, უკრაინასთან მიმართებაში რა ხდება, - ამბობს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. 

ოპოზიცია კი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამო ხელისუფლება კანონის მიღებას ჩქარობს.

მიუხედადავად მოწოდებისა ჩვენი ევროპელი პარტნიორების, მიუხედავად იმისა, რომ ევრკომისარმა პირდაპირ თქვა, რომ გააგზავნეთ ვენეციის კომისიაში, „ქართული ცონება“ დაჟინებითს ცდილობს, რომ ეს კანონი რაც შეიძლება მალე მიიღოს. რატომ აკეთებენ ამას? აკეთებენ მარტივი მიზეზით: მათ არ უნდათ ამ კანონის ვენეციის კომისიაში გაგზავნა, რადგან ვენეციის კომისია მარტო კანონპროექტზე არ ისაუბრებს, შეხედავდ ამას ფართო რაკურსში და ფართო რაკურსში მსჯელობა ოლიგარქიასთან დაკავშირებით დაგვანახებს, რომ სინამდვილეში არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ ყველაფერს იგონებს „ქართული ოცნება“, რომ ეს არ გააგზავნოს ვენეციის კომისიაში, - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

გავა თუა არა დეოლიგარქიზაციის კანონის მესამე მოსმენით სესიაზე ცნობილი ცოტა ხანში გახდება. 

მსგავსი სიახლეები