სისხლიანი დაპირისპირება რუსთავში - 18 წლის გოგომ 20 წლის გოგო დაჭრა
სისხლიანი დაპირისპირება რუსთავში - გვიან ღამით, 18 წლის გოგომ 20 წლის გოგო დაჭრა. პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული უკვე დააკავა.
დაშავებულს ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნება, ის კლინიკაშია მოთავსებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.