მზად ვარ, სააკაშვილის შესახებ მოვუყვე ყველაფერი - ლომჯარია პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზადაა
მიხეილ სააკაშვილს სახალხო დამცველი ხვდება. ნინო ლომჯარია კლინიკა "ვივა-მედში" ცოტა ხნის წინ მივიდა. პაციენტ პრეზიდენტთან შესვლამდე ომბუდსმენმა თქვა, რომ მზადაა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილს მიაწოდოს.
დიდი ხანია, მე არ მინახავს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ჩემი წარმომადგენლები რეგულარულად მოდიოდნენ, საქმის კურსში ვიყავით მიმდინარე პროცესებზე.
იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში ძალიან მძიმე შეფასებები ისმის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირადად გავეცნი მის მდგომარეობას, შევხვდე ექიმებს, თუ იქნება საშუალება, თავად სააკაშვილსაც, თუ ექნება ფიზიკური შესაძლებლობა და მივიღო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და დინამიკის თაობაზე.
ვთვლი, რომ საზოგადოებსაც აქვს ინტერესი, რომ მიიღონ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საინტერესო იქნება ჩემთვის, რას იტყვიან ექიმები. რა თქმა უნდა, თუ ქალბატონ სალომეს ექნება სურვილი ჩემი პოზიციის მოსმენის, შემიძლია, მასაც გავუზიარო ეს ინფორმაცია, - თქვა ლომჯარიამ.