საქართველო რუსულ ბაზარზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება - IDFI-ს კვლევა
საქართველო რუსულ ბაზარზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება. IDFI-მ შეისწავლა და დაადგინა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ოკუპანტ სახელმწიფოზე უფრო გაიზარდა.
გავლენიანი ორგანიზაციის კვლევის თანახმად, რუსეთიდან თითქმის 200 ათასი ტონა საწვავი შემოიტანეს. ფაქტი ცხადყოფს, რომ რუსეთი საქართველოში ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორიაა.
ამის გარდა IDFI-მ ის 4 კომპანია დაადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობს ყიდულობს. ესენია "სეტანტა", "პეტეროლიუმი", "ლუკოლი", "ვისოლი". აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლება ხელშეეკრულებებს ძირითადად, "ლუკოილთან" აფორმებს. ცნობილია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში 3 ათასამდე ხელშეკრულება გაფორმდა.
ივნისის მონაცემებით 33% იყო სრული იმპორტის წილში რუსული ნავთობის რაოდენობა. წინა თვესტან შედარებით 5%-იანი ზრდა იყო დაფიქსირებული, რაც საკმაოდ დიდია ერთი თვის მონაცემებისთვის. რა თქმა უნდა, ომის პერიოდს ემთხვევა ეს ზრდა და კომპანიები, რომელსაც შემოაქვთ ბენზინი, ამბობენ, რომ ფასით არის ეს განპირობებული. კომპანიებში წილების მიხედვით, ცხადია, "ლუკოილი" მთავარი და ასევე, როგორც იმპორტიორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, სავარაუდოდ, იქნება 5 ულში "ლუკოილი" ისევ შედის, - ამბობს არასამტავორბო ორგანზიაციის წარმომადგენელი.
ეკონომისტები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ.
რუსეთიდან ბენზინის იმპორტი იყო უფრო იაფი, ვიდრე ევროპიდან თუ სხვა ქვეყნებიდან. შესაბამისად, კომპანიებმა მეტი მოგების მიზნით შემოიტანეს საწვავი რუსეთიდან. პრობლემას წარმოადგენს რუსული კაპიტალის არსებობა ქვეყნის შიგნით. შესაძლებელია რუსულმა კაპიტალმა გავლენა იქონიოს საქართველოს მოსახლეობაზე დეზინფორმაციის გამოყენებით, ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით და საბოლოო ჯამში, შეცვალოს ქართული მოსახლეობის წარმოდგენები, - ამბობს გიორგი პაპავა.
კვლევა სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.